
შპს „ქართული რძის პროდუქტები“ არის რძის პროდუქტების ქართული საწარმო, რომელიც დაარსდა 2004 წელს და მას შემდეგ მოღვაწეობს რძის პროდუქტების ბაზარზე. ჩვენმა კომპანიამ 2018 წელს გადადგა გაბედული ნაბიჯი და პირველად საქართველოში, გამოუშვა პირველი ქართული ბიო რძის პროდუქტები ბაზარზე. 2019 წელს ბაზარზე გამოვიდა ახალი ბრენდი რძისამე, რომელიც საინტერესო სიახლე აღმოჩნდა ქართველი მომხმარებლისთვის.
ხარისხის კონტროლი: როგორც მოგეხსენებათ ხარისხის კონტროლი რძის პროდუქტების წარმოებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. კომპანია ფლობს ISO 22000 და HACCP-ის ხარისხის სერთიფიკატებს, რაც მომხმარებლისთვის გარანტიაა, რომ პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა და მისი წარმოების ყველა ეტაპი გაკონტროლებულია.
სად შეიძლება პროდუქციის შეძენა: კარფური, 2 ნაბიჯი, ზღაპარი, უნივერსამი, ფრესკო, სპარი, მაგნიტი, მადაგონი, ლიბრე, ევროპროდუქტი და ასევე სხვა არაქსელურ მაღაზიებში.